წესები და პირობები

მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში

საიტით სარგებლობის დაწყებამდე გთხოვთ იხილოთ სარგებლობის წესები და პირობები.

გაყიდვების პოლიტიკა

1. პროდუქციის შეძენა, ასევე მიწოდება ხდება, პროდუქციის ღირებულების წინასწარი გადახდის შემდეგ, გადარიცხვის წესით, კომპანიის საანგარიშსწორებო ანგარიშზე. ……………………………………. 

2. დასაწყისისთვის გაცნობებთ, რომ ვინაიდან ინტერნეტ-მაღაზია არის ახალი, გთავაზობთ სავაჭრო დათმობებს პირველ ორას მომხმარებელზე, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან და შეიძენენ გარკვეულ პროდუქციას. აღნიშნული პირველი ორასი მომხმარებელი რეგისტრაციის მომენტიდან 1 წლის განმავლობაში პროდუქციას შეიძენენ საიტზე მითითებულ ფასებთან შედარებით 3% ფასდაკლებით.

3. იმისათვის რომ კომპანია იყოს შედარებით რენტაბელური, პროდუქციის შენაძენის მოცულობა უნდა იყოს არა ნაკლებ 50 ლარისა, საიტზე მითითებული ფასებით.

4. 50 ლარზე ნაკლები ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში საკურიერო მომსახურება არ ხორციელდება და პროდუქცია მოგეწოდებათ თვითგატანის წესით წინასწარ შეთანხმებული მისამართიდან.

5. 100-150  ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სავაჭრო დათმობას 4%-ის ოდენობით.  1. მუხლში (პირველ მუხლში) მითითებული პირველი ორასი მომხმარებელი მიიღებს დამატებით დათმობას 3%-ის ოდენობით.

6. 151 ლარის და მეტი შენაძენის შემთხვევაში სავაჭრო დათმობა განისაზღვრება 10%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაშიც 1. მუხლში მითითებული პირველი ორასი მომხმარებელი მიიღებს დამატებით დათმობას 3%-ის ოდენობით.

პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკა

1. პროდუქცია, რომელსაც სასაქონლო სახე და შიგთავსი ექნება სრულად შენარჩუნებული და ვარგისი იქნება გამოყენებისთვის, დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. დაბრუნებას ექვემდებარება პროდუქცია, რომლის სასაქონლო სახე ან შიგთავსი  შემთხვევით აღმოჩნდება ვადაგასული ან დაზიანებული. ასეთ შემთხვევაში კომპანია შემოგთავაზებთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის სანაცვლოდ შეიძინოთ იგივე ან სხვა პროდუქტი ან თანხა დაგიბრუნდებათ უკან.

მიწოდების პოლიტიკა

1. პროდუქციის მიწოდება, საწყის ეტაპზე, მოხდება თბილისის მასშტაბით. 

2. გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია რეგიონების მომსახურებაც საკურიერო მომსახურეობის მეშვეობით. დაემატება მომსახურეობის  ღირებულება  რეგიონის სიშორიდან გამომდინარე.

3. ასევე შესაძლებელია პროდუქციის მიწოდება საფოსტო გზავნილის სახით მხოლოდ რეგიონებში, რასაც ამ შემთხვევაში დაემატება საფოსტო მომსახურების ღირებულება. 

4.თბილისის მასშტაბით შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება მოხდება ღირებულების ჩარიცხვიდან იმავე დღეს თუ თანხა ჩაირიცხება დღის  3 საათამდე, ხოლო დღის 3 საათის შემდეგ ჩარიცხული თანხის პროდუქცია მოგეწოდებათ მეორე დღის 3 საათამდე, თუ აღნიშნული ქმედება არ დაემთხვევა  დასვენების დღეებს.

გმადლობთ ჩვენს საიტზე სტუმრობისთვის და გამოჩენილი ყურადღებისთვის გისურვებთ წარმატებებს!